სახელმწიფო ბინებს შეუძენს 1000-მდე უსახლკარო ოჯახს – მთავრობის ადმინისტრაცია

სახელმწიფო 1000-მდე უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს ბინებს შეუძენს. ინფორმაციას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია.
მათი ცნობით, საკითხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, ამ თემასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა „ჯანდაცვის მინისტრისგან კონკრეტული გეგმა მოისმინა“.
სხდომაზე აღინიშნა, რომ პროგრამა 2024 წლიდან დაიწყება და მის განსახორციელებლად დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი