ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო AFP-ი ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, ისრაელის ჯარებმა ალ-შიფას საავადმყოფოს ევაკუაციის შესახებ გამოაცხადეს.
სამხედროებმა საავადმყოფოს დირექტორს, მუჰამედ აბუ სალმიას დაავალეს, რომ პაციენტების, დაჭრილების, იძულებით გადაადგილებულთა და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია მოახდინოს.
გაერო-ს შეფასებით, სანამ ისრაელის ჯარები ოთხშაბათს ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდოდნენ, 2300 პაციენტი, სამედიცინო პერსონალი და იძულებით გადაადგილებული პალესტინელი საავადმყოფოს აფარებდა თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი