უკრაინის არმიის სარდლობა აცხადებს, რომ რუსეთს კიდევ 2 გამანადგურებელი ჩამოუგდეს

დღეს დილით, უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს ორი რუსული თვითმფრინავი, რომლებიც მართვადი ავიაბომბებით უტევდნენ უკრაინის ჯარების პოზიციებს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ოლქსანდრ სირსკი იუწყება. გენერლის ინფორმაციით, ჩამოაგდეს ავიაგამანადგურებელი-ბომბდაშენი Су-34 და გამანადგურებელი Су-35С.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის თანახმად, ორი რუსული თვითმფრინავი უკრაინის აღმოსავლეთში გაანადგურეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
17 თებერვალს უკრაინის არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსეთის ორი Су-34 და ერთი Су-35. უკრაინის წინააღმდეგ ომის პროპაგანდისტმა ე.წ. სამხედრო ბლოგერებმა ერთი თვითმფრინავის განადგურება დაადასტურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას