მოლდოვის „პირველმა ძაღლმა“ ავსტრიის პრეზიდენტს უკბინა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ძაღლმა კოდრუტმა, ხელზე უკბინა ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდ ვან დერ ბელენს, რომელიც კიშინიოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ვან დერ ბელენს ძაღლის მოფერება სურდა, რა დროსაც მან პრეზიდენტს უკბინა. მოლდოვის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ძაღლი ხალხის დიდმა რაოდენობამ შეაშინა. მომდევნო შეხვედრაზე ავსტრიის პრეზიდენტი შეხვეული ხელით გამოჩნდა.
მოგვიანებით, ვან დერ ბელენმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც კოდრუგს მოლდოვის „პირველი ძაღლი“ უწოდა და განაცხადა, რომ მოლაპარაკებებმა ქვეყნის სხვა წარმომადგენლებთან „ძალიან კარგად“ ჩაიარა.
ავსტრიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ძაღლების დიდი მოყვარულია და ესმის, რატომ აღელდა კოდრუგი. გამომშვიდობებისას, პრეზიდენტმა ძაღლს რბილი სათამაშო აჩუქა.
მაია სანდუმ ძაღლი 2023 წლის დასაწყისში შეიფარა მას შემდეგ, რაც მას მანქანამ დაარტყა. ავარიის შედეგად ძაღლმა წინა თათი დაკარგა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა