“საქსტატი” – 2024 წლის იანვარში საქართველოდან ექსპორტის მოცულობამ 338.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26.2 პროცენტით ნაკლებია

2024 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 338.6 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც 26.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.7 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 38.9 პროცენტით შემცირდა და 158.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
„2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: (33.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (26.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (17.9 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები არის წარმოდგენილი 19.4 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 18.0 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები იკავებს 14.1 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.9 პროცენტი)“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია