Data Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები თიბისის Data აკადემიაში, გადამზადებას გადიან

ს“ Data აკადემიაში, ტექნოლოგიური პროექტის Data BootCamp-ის ს და თბილისის რჩეული მონაწილეები, „თიბისის“ პროფესიონალ ჯგუფთან ერთად, მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ორ კვირიან კურსს გადიან. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, Data აკადემია „თიბისიში“ 2023 წელს დაარსდა. აკადემიის მთავარი ფოკუსი Data-ს და ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და Data Literacy-ს გაზრდაა, ასევე, Data-ს მიმართულებით ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა.
„თიბისისთვის Data & AI ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, აქტიურად ვცდილობთ ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტებში ჩართვას და ამ სფეროს ტალანტებისთვის თავის გაცნობას. Data Bootcamp ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა. პროექტის ფარგლებში ჟიურის რჩეული მონაწილეები ჩვენს გუნდში გადიან ორ კვირიან სტაჟირებას, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, რეალურად ნახონ, თუ როგორ ხდება მოწინავე კომპანიაში მონაცემების დამუშავება, გამოყენება, როგორია მუშაობის სპეციფიკა და აქვთ იმის საშუალება, რომ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტებთან გაატარონ დრო. ვფიქრობ, რომ ეს მათი კარიერის განსაზღვრისთვის საკმაოდ გარდამტეხი პერიოდი იქნება,“ – აცხადებს „თიბისის“ სტრატეგიული პროექტების მენეჯერი მონაცემთა ანალიზის და მართვის დეპარტამენტში, ნუცა აბაზაძე.
Data Bootcamp-ი ტექნოლოგიური პროექტია, რომელიც „თიბისის“ განათლების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით განხორციელდა. პროექტში 15 წელს ზევით, პროგრამირებაში გამოცდილი და Data Science-ით დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ.
„თიბისის“ მხარდაჭერით, Data Bootcamp-ებმა სტარტი გურჯაანის ტექნოპარკში აიღო, ბათუმისა და ზუგდიდის შემდეგ, თბილისის ტექნოპარკში დასრულდება. ბანაკებში ჯამში 400-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც 7 დღიან ინტენსიურ სასწავლო კურსზე გაიარეს ტრენინგები, მენტორშიფ სესიები ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ