77-ე ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების გამარჯვებულები

77-ე ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა „ოპენჰაიმერი”.
18 თებერვალს, ლონდონში გაიმართა ყოველწლიური ბრიტანული კინოაკადემიის (BAFTA) დაჯილდოების ცერემონია. „ოპენჰაიმერი” აღმოჩნდა ფილმი, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა ყველაზე მეტი, 7 ჯილდო. კრისტოფერ ნოლანის ფილმმა გაიმარჯვა ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი (კრისტოფერ ნოლანი), საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მთავარ (კილიან მერფი) და მეორეხარისხოვან (რობერტ დაუნი უმცროსი) როლებში, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მუსიკა და საუკეთესო მონტაჟი.
ქალის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის პრიზი გადაეცა ემა სტოუნს იორგოს ლანთიმოსის ფილმში „საბრალო არსებები” (Poor Things) განსახიერებული როლისთვის. ლანთიმოსის ფილმმა ასევე მოიგო ჯილდოები ნომინაციებში: საუკეთესო კოსტუმი, საუკეთესო მაკიაჟი და თმა, ვიზუალური სპეციალური ეფექტები და დიზაინი.
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა და’ვინ ჯოი რენდოლფს ფილმში “The Holdovers” შესრულებული როლისთვის. ფილმმა ასევე მოიგო პრიზი საუკეთესო კასტინგისთვის.
საუკეთესო ბრიტანულ ფილმად დასახელდა ჯონათან გლეიზერის „ინტერესის ზონა”. ფილმი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო ხმისა და არაინგლისურენოვანი ფილმის ნომინაციებში.
ორიგინალური სცენარისთვის პრიზი გადაეცათ ჟუსტინ ტრიეს და არტურ ჰარარის ფილმისთვის „დაცემის ანატომია”.
საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა „20 დღე მარიუპოლში”.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ჯილდო გადაეცა ფილმს „American Fiction”.
საუკეთესო ანიმაციად დასახელდა ჰაიაო მიაძაკის „ბიჭი და ყანჩა”.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – თუ არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს

ირაკლი ნადირაძე – მერიის უსაფრთხოების სამსახური დღეს საღამოს ვაკის პარკში, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების – „ორი კვირა გამარჯვებამდე“ ჩატარებას ხელს უშლის