ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ლოს ანჯელეს კლიპერსმა” “ჰიუსტონ როკეტსი” 126:100 დაამარცხა.
ლოს-ანჯელესელებს ახალწვეულმა ჯეიმს ჰარდენმა ულიდერა, 34 წლის კალათბურთელმა გუნდის ბოლო შეტევა საკუთარ თავზე აიღო და ეფექტური 3 ქულიანით მატჩის ბედი გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში რასელ ვესტბრუკმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, როგორც ამერიკული მედია წერს, რასმა ეს გადაწყვეტილება თავადვე მიიღო, რადგან გუნდი მეტად დაბალანსებული გამხდარიყო.
“კლიპერსიდან” კავაი ლეონარდმა გუნდს 26 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა.
ჯეიმს ჰარდენმა კი თავი 24 ქულით, 9 მოხსნითა და 7 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
“ჰიუსტონიდან” შენგუნმა 23 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, “კლიპერსი” 4 გამარჯვებითა და 7 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა, ტაიორონ ლუს გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 21 ნოემბერს, “სან ანტონიო სპურსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ჰიუსტონ როკეტსი” 6 მოგებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, იმე უდოკას გაწვრთნილი გუნდი 20 ნოემბერს, “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდება.