HP-ის რუსეთის შვილობილი კომპანია HP Inc LLC-ის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ Forbes Russia რუსეთის ფედერალური რესურსების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.
HP Inc., პერსონალური კომპიუტერების და პრინტერების კომპანია, Hewlett-Packard-ს 2015 წელს ჩამოშორდა. დაყოფის შედეგად წარმოიქმნა Hewlett Packard Enterprise (HPE ავითარებს და აწარმოებს კორპორაციულ IT სისტემებს).
HPE-ის რუსული შვილობილი კომპანია Hewlett Packard Enterprise ამჟამად აგრძელებს ოპერირებას რუსეთში, მაგრამ რუსეთის ფედერაციის რესურსების ფედერალური სააგენტოს მონაცემებით, ის გაკოტრების შესახებ განაცხადებს.
HP Inc რუსეთში 2015 წელს დარეგისტრირდა. 2022 წელს კომპანიამ გადაწყვიტა შეეწყვიტა საქმიანობა რუსეთში და შეეჩერებინა მიწოდება და ტექნიკური მომსახურება.
2022 წლის ბოლოს HP Inc-ის შემოსავალი წინა წელთან შედარებით 64%-ით 15 მილიარდ რუბლამდე შემცირდა,, ხოლო წმინდა ზარალმა 1,7 მილიარდი რუბლი შეადგინა.
ამავდროულად, HP-ის რუსული შვილობილი კომპანიამ შეამცირა პერსონალი: მისი რაოდენობა 2021 წლის ბოლოს 215 თანამშრომლიდან 2022 წლის ბოლოს 119-მდე შემცირდა.