ბაიდენი ავდეევკადან უკრაინის ჯარების გასვლაში კონგრესის უმოქმედობას ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტი ავდეევკადან უკრაინის ჯარის გაყვანაში კონგრესის ამოქმედებას ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უკრაინისა და -ის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს აჯამებს ნათქვამია, რომ ს ავდეევკას დატოვება მოუხდათ მას შემდეგ რაც საბრძოლო მასალის დანაკლისის გამო უკრაინელ ჯარისკაცებს მარაგები გამოზოგვა უხდებათ კონგრესის უმოქმედობის გამო. თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შედეგად, რუსეთმა თვეების განმავლობაში პირველი შესამჩნევი წინსვლა მოიპოვა.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ კონგრესმა დაუყოვნებლივ უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების გადაცემას, რათა ქვეყნის ჯარმა მარაგების შევსება შეძლოს“ — წერია თეთრი სახლის განცხადებაში.
CNN წერს, რომ მოგვიანებით ბაიდენმა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხზე ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არაეთიკურია, რომ აშშ უკრაინელ ხალხს ასეთი გამბედავი და გმირული ბრძოლის შემდეგ მეტ დახმარებას არ უწევს“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირაში აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით დახმარებასაც მოიცავდა. თუმცა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მის დამტკიცებას რესპუბლიკური პარტიის წევრები ეწინააღმდეგებიან. მათ უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ პაკეტში არაა ფინანსები გათვალისწინებული აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ