ფერმერებს შეხვდა და ლამისყანური ხახვიც მოინახულა

“ლელო”-ს ლიდერი ქართველ ფერმერებს შეხვდა და მათი მოყვანილი, ეკოლოგიურად სუფთა ხახვი მოინახულა. ასევე გაეცნო მათ პრობლემებს და გამოწვევებს.
“ლამისყანაში რამდენიმე ფერმერს ვესტუმრე. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავთ. ბევრი პრობლემა აქვთ – ტექნიკა, მელიორაცია, დისტრიბუციის სტაბილური ჯაჭვი,ხშირ შემთხვევაში, კონკურენტი – უხარისხო, იმპორტული პროდუქცია.
ასევე დიდი პრობლემაა ინფორმაციის და პროფესიული გადამზადების არ არსებობა, სოფლის მეურნეობა საქართველოში ბიზნესი არ არის, აქ ადამიანები წვალობენ, შრომობენ და ხელშესახები შედეგი ნაკლებად არის.
სრულიად ახალი სოფლის მეურნეობის პოლიტიკაა გასატარებელი, რომელიც ჩვენ, “ლელოს” გაგვაჩნია. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ქვეყანა გადააქცია მომხმარებელ ერად, ეს უნდა შეიცვალოს.”- ამბობს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ძამაშვილი: „23-25 ივნისს თბილისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცევა. ყველა ის ადამიანი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საჯარო სერვისების ადმინისტრირებაზე მუშაობს, საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმზე მოიყრის თავს“