უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძე დაიღუპა. როგორც გელენიძის თანამებრძოლმა განუცხადა TV პირველს, ეს უკანასკნელი ბახმუტთან ცხედრების გამოყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა, რა დროსაც მტრის საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლა.
მომხდარს გამოეხმაურა ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია:
“ქალაქ ფოთსაც დააკლდა ქართველი მეომარი უდაოდ პატრიოტი და თავის ქვეყანაზე შეყვარებული საქართველოს მარტო არა მთელ უკრაინას რომ უყვარდა დიდება შენს სულს”.
ბოლო დღეეების განმავლობაში ეს უკვე მე-4 დაღუპული ქართველია ფრონტზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი