პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილზე – გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება

გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ინტერვიუში ზურაბიშვილმა უპასუხა დეოლიგარქიზაციაზე დასმულ კითხვას შეიძლება შეაფერხოს თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების შანსები ს პოლიტიკაში დაბრუნებამ? – რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა: „ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება“.
“მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება, ჩვენ ვნახავთ რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა ინტერვიუში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს