ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია

უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ნიკა გელენიძეა.
არსებული ინფორმაციით, ის იმ დროს დაიღუპა, როდესაც უკრაინაში ორი კვირის წინ მოკლული ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსაყვანად ბახმუტში შედიოდა.
„დაიგეგმა რამდენიმე ოპერაცია ცხედრების გამოსაყვანად, სამწუხაროდ, წარუმატებლად. ბოლო ფაზამ ოპერაციის კიდევ უფრო დაგვწყვიტა გული და კიდევ ერთი მსხვერპლი მოიტანა ჩვენს რიგებში. გახსნეს საარტილერიო ცეცხლი და ამ ცეცხლში მოყვა ქართველი მებრძოლი“, – აცხადებს უკრაინაში მებრძოლი ქართველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი