11 დაჭრილი გვყავს, დიდი ალბათობით, გამოვიყვანთ ჩვენს თანამებრძოლებს – მამუკა მამულაშვილი

„ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში ჩართვისას ში დაჭრილი 11 ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
„დიდი ალბათობით, გამოვიყვანთ ჩვენს თანამებრძოლებს. რაც შეეხება დაჭრილებს, სიტუაცია დასტაბილურებულია, მაგრამ 11 დაჭრილი გვყავს. მკურნალობის პროცესს გადიან, რამდენიმე საოპერაციოა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნავს მამულაშვილი.