ივანიშვილმა ივანიშვილს ჯარიმები ჩამოაწერა – ასეულობით მილიონიანი პროექტების ბედი

ტვ პირველის ინფორმაციით, მთვრობის დამალული განკარგულებებით დადგინდა, რომ 2021 წლის10 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობის 1398-ე განკარგულებას, რითაც ს კომპანია “ბლექ სი რივიერას” სახელმწიფოსთვის გადასახდელი ჯარიმები სრულად ჩამოაწერა. ივანიშვილის ამ კომპანიას, სახელმწიფოსგან შეძენილ განმუხურის სანაპიროზე, ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო და ბოტანიკური ბაღი ჯერ 2018 წელს უნდა აეშენებინა, მოგვინებით დასრულების თარიღი გადაუვადეს. სასტუმრო ვერც 2021 წელს დაასრულეს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ივანიშვილს კანონის თანახმად ჯარიმა უნდა გადახედა, თუმცა ქონების მართვის სააგენტოსა და ივანიშვილის კომპანია “ბლექ სი რივეირას” შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მთავრობის გადაწყვეტილებით ოლიგარქის კომპანიას ჯარიმები გაუნულეს.
სასტუმროს მშენებლობა მილიარდერმა განმუხურში, 2024 წლის 25 აპრილს უნდა დაასრულოს, ანუ ორ თვეში ამ შენობაში 120 ნომრიანი სასტუმრო უკვე აშენებული, გარემონტებული, ავეჯით მოწყობილი და სტუმრების მისაღებად მზადყოფნაში უნდა იყოს. ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს საცურაო აუზები, ეზო, ღობე, გამწვანება, განათება და 35 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომიც, რისი თეორიული ალბათობაც კი არ არსებობს. ადგილზე გვიყვებიან, რომ აქ დიდი ხანია მუშა თვალით არავის უნახავს. რას იზამს ამჯერად მთვრობა და კიდევ რამდენ შეუსრულებელ დაპირებას, რამდენ გადაუხდელ ჯარიმას აპატიებს და აჩუქებს ივანიშვილს – უცნობია.
ტვ პირველის ცნობით, ივანიშვილის კიდევ ერთ კომპანიას, ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, ამჯერად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ჯარიმები ასევე ჩამოაწერა და ვალდებულებების შესრულების ვადაც გადაუწია. იმ ადგილას, მწვანე კონცხზე 123 მილიონიანი პროექტი უნდა იყოს განხორციელებული, თუმცა, მედიის ინფორმაციით, ადგილი სრულიად გავერანებულია, თუმცა, მას იცავენ, იმდენად, რომ ტელევიზიის დრონიც კი ჩამოაგდეს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.
პოლიციამ ივანიშვილის კუთვნილი კომპანიის ტერიტორიაზე შესვლაც კი ვერ გაბედა, დაზიანებული დრონიც კი არ დაუბრუნეს ტვ პირველს.
მედიის ცნობით, მხოლოდ დაპირებად და ლამაზ მაკეტად დარჩა სოლოლაკის ქედზე არსებული მშენებლობაც, არადა, იქ “ავტოგრაფ ქოლექშენის” ბრენდის 5 ვარსკვლავიანი, 190 ნომრიანი სასტუმრო და მასშტაბური საკონვენციო ცენტრი, მთელი დატვირთვით უნდა მუშაობდეს. დაპირებული 115 მილიონიანი ინვესტიცია, მწვანე კონცხის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, სოლოლაკის ქედზეც გაიყინა.
პოლიტიკაში მესამედ მობრუნებამდე 1 თვით ადრე, ბიძინა ივანიშვილმა წყნეთის ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ნგრევის ნებართვა მიიღო. ჩამოშლილი პარტიის კიდევ ერთხელ ასაშენებლად შემობრუნებულ ოლიგარქს, 1 ჰექტრამდე ტერიტორიის მიწასთან გასწორების ნებართვა, ოფიციალურად, კალაძის უწყებამ, 2023 წლის 20 დეკემბერს მისცა.
ყოფილი სამკერვალო ფაბრიკა ახლა შპს “რეა ქართუს საკუთრებაა”, რომლის ბენეფიციარებსაც ბიძინა ივანიშვილამდე მივყავართ.
ივანიშვილმა აღებული ვალდებულება არ შეასრულა ქარვასლის შენობასთან დაკავშირებითაც, რომელიც ქალაქის ტურისტულ ცენტრში, უკვე წლებია საფრთხობელად იქცა.
შენობის აღდგენის ვალდებულება ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2014 წელს აიღო. ივანიშვილს ძეგლის სტატუსის მქონე ამ შენობის სრული რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაესრულებინა, შემდეგ 2020 წელს შემდეგ 2022-ში. კახა კალაძის ხელმოწერით მას ვადა 2024 მარტამდე გადაუვადრს, თუმცა ისევ არაფერია გაკეთებული.
მედიის ცნობით, ოლიგარქს ჟურნალისტთა სახლიც უნდა აღედგინა, მაგრამ დაანგრია, ახალი შენობა კი სხვების მსგავსად ჯერ არ დაუსრულებია. რესტორან ბერიკონის ნაცვლად აშენებული სასტუმროც მხოლოდ გარედან მოაპირკეთეს და ისიც მიატოვეს, ფასადი უკვე დაზიანებულია.

ასევე დაგაინტერესებთ