პრეზიდენტი – ლევან თედიაშვილის გარდაცვალება არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დანაკლისი, ეს მთელი საქართველოს გულისტკივილია

საქართველოს პრეზიდენტი მოჭიდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ვწუხვარ ლეგენდარული სპორტსმენის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დანაკლისი, ეს მთელი საქართველოს გულისტკივილია და მეც ამ ტკივილის თანაზიარი ვარ. ამ მძიმე წუთებში მისი ოჯახისა და ახლობლების გვერდით ვდგავარ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, ქართველი მოჭიდავე ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 1948 წლის 15 მარტს საგარეჯოში დაიბადა. იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973). 1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

ასევე დაგაინტერესებთ