პრეზიდენტი – საქართველო მუშაობს, რათა უკრაინასა და მოლდოვას დაეწიოს და ამის გასაღები ოქტომბერში სათანადო არჩევნების ჩატარება, პროევროპული ხელისუფლების ფორმირება და ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაცია იქნება

საქართველო მუშაობს, რათა სა და მოლდოვას დაეწიოს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უფრო წინ არიან და ამის გასაღები ოქტომბერში სათანადო ს ჩატარება, პროევროპული ხელისუფლების ფორმირება და ევროკავშირის რეკომენდაციების იმპლემენტაცია იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ,,ევროაქტივთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, „საქართველოსთვის ალტერნატიული პერსპექტივა არ არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს ხელისუფლება და ამ დროისთვის, ისინი ამას მიჰყვებიან“.
„ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამაც მოსახლეობასა და ევროპული გზის მხარდაჭერას ახალი მუხტი მისცა. ერთი წლის წინ პირველმა უარმა საქართველოს მოსახლეობა ცოტათი გაურკვეველ და შესაძლოა, დაუცველ მდგომარეობაშიც კი დატოვა.
მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპული რიტორიკის ირგვლივ ხელახლა გაერთიანება დაიწყო, რაც წინა თვეებში არ მომხდარა. ახლა, ძალიან ცხადია, რომ 2024 წელი 2023 წელზე არანაკლებ მნიშვნელოვანია და უფრო მეტად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაგვჭირდება, ვიდრე აქამდე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კითხვაზე: რა დაუყოვნებლივ ქმედებებზე გაამახვილებს ყურადღებას საქართველო? პრეზიდენტმა უპასუხა: „გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას“.
„ჩვენ ოქტომბერში არჩევნები გვექნება. გვესმის, რომ რა ქმედებები განხორციელდება არჩევნებამდე და როგორ ჩატარდება – ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას.
თუ [ევროპის] კომისიის მოცემული გზამკვლევის, ცხრა რეკომენდაციის შესაბამისად შედეგი დაიდება, ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება. მე მოვუწოდებ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, სამთავრობო პარტიას [„ქართულ ოცნებას“], რომ შეეცადონ წარმოადგინონ ერთიანი ფრონტი ამ საკითხზე და შექმნან ევროპული პლატფორმა, რომელსაც ყველა შეუერთდება – როგორ ვაპირებთ ვუპასუხოთ ამ რეკომენდაციებს და რა ვადებში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე: გადაწყვეტილების მიღებამდე იყო დებატები, შეიძლება თუ არა ამ პოზიტიურ მოსაზრებას პრორუსული ხელისუფლების გაძლიერება და გარკვეულწილად, მართებულობის დამტკიცება მოეხდინა მის კურსში… – პრეზიდენტმა უპასუხა: მე ყოველთვის ამ აღქმის წინააღმდეგი ვიყავი, რომელიც საქართველოს შიგნით უფრო მეტად განიხილებოდა, ვიდრე გარეთ, რადგან ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ ზუსტად იცის რა სურს – საქართველოსთვის ალტერნატიული პერსპექტივა არ არსებობს, ამას უნდა მიჰყვეს ხელისუფლება და ამ დროისთვის, ისინი ამას მიჰყვებიან“.
„საქართველოს ამ უმრავლესობის აღქმის საწინააღმდეგოდ ვერ მართავ, უნდა დადო შედეგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ევროპელები ითხოვენ, არამედ იმიტომ, რომ ამას შენი მოსახლეობა ითხოვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ