თუ ქალზე სტერეოტიპებით სარგებლობა გსურთ, kind of “ქალ დეპუტატებს შეურაცხგვყოფენ” – სქესზე აქცენტით, მაშინ ადექით და მაგ სტერეოტიპებით იმოძრავეთ – წერს სოციალურ ქსელში „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, როცა აგინებ ჯიგარი ხარ, ხოლო როცა გაგინებენ – ქალი, არ გამოვა. „თუ ქალზე სტერეოტიპებით სარგებლობა გსურთ, kind of “ქალ დეპუტატებს შეურაცხგვყოფენ” -სქესზე აქცენტით, მაშინ ადექით და მაგ სტერეოტიპებით იმოძრავეთ. როცა აგინებ ჯიგარი ხარ. ხოლო როცა გაგინებენ – ქალი, არ გამოვა. ან ისე ქენით, ან ასე მეგობრებო. თანასწორობა მაგ თქვენი ზიგზაგებით ნაღდად არ მოვა“, – წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.