სანდროს შედეგიანი 12 წუთი – “სან ანტონიო” “საკრამენტოსთან” დამარცხდა [VIDEO]

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “სან ანტონიო სპურსმა” “საკრამენტო კინგსს” უმასპინძლა და 120:129 დამარცხდა.
ტეხასელთა ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 12:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე დე’აარონ ფოქსი გახდა, გამთამაშებელმა 43 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.
“სპურსიდან” ვიქტორ ვემბანიამამ თავი 27 ქულითა და 9 მოხსნით გამოიჩინა.
ამრიგად, “სან ანტონიო” 3 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს, გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი 19 ნოემბერს, “მემფის გრიზლსს” დაუპირისპირდება.
“საკრამენტო
კინგსი” 7 გამარჯვებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, კალიფორნიელები 20 ნოემბერს, “დალას მავერიკსს” შეხვდებიან.