ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ორლანდო მეჯიქი” “ჩიკაგო ბულზს” ესტუმრა და 103:97 გაიმარჯვა.
“მეჯიქის” რიგებში გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 21:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა კალათბურთელმა 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა.
“ბულზის” რიგებში ზაკ ლავინმა 34 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
ამრიგად, “ორლანდო” 7 გამარჯვებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს, “მეჯიქი” მორიგ
მატჩს 20 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსის” წინააღმდეგ გამართავს.
“ჩიკაგო” 4 მოგებითა და 9 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, “ხარები” 19 ნოემბერს, “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდებიან.