“ვოლკანოვსკი თოფურიას დაანოკაუტებს” – მაკგრეგორის პროგნოზი

ქართული MMA-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე 1 დღე დარჩა. მოგეხსენებათ, UFC-ი 298-ზე მერაბ დვალიშვილი სეხუდოს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში უკვე ულაპარაკოდ მიიღებს ქამრისთვის (შონ ომალი ჩიტო ვერას 9 მარტს შეხვდება) ჩხუბის შანსს, რაც შეეხება ილია თოფურიას, “მატადორი” ლეგენდარულ ავსტრალიელს ჩემპიონის ტიტულის წასართმევად დაუპირისპირდება.
UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში კონორ მაკგრეგორი აღნიშნულ ივენთს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალექსნადრ ვოლკანოვსკი “მატადორს” დაანოკაუტებს.
“ვოლკი” საწყის წუთებში მძიმედ დაზიანდება, თუმცა გადარჩება და ილიას დაანოკაუტებს”, – განაცხადა მაკგრეგორმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში