ფილიპინების პრეზიდენტმა ჩინეთის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა

ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინ პინთან, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის შესამცირებლად, შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ფილიპინების პრეზიდენტმა, ფერდინანდ მარკოს უმცროსმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინ პინთან შეხვედრაზე სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის შესამცირებელი სხვადასხვა გზები და ფილიპინელი მეთევზეების სათევზაო ადგილებზე წვდომის უფლებები განიხილა.
„ფილიპინებმა და ჩინეთმა კომუნიკაცია უნდა გააგრძელონ, ეს შეხვედრაც მშვიდობის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ღია საზღვაო ხაზები და საჰაერო გზები უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ შევეცადეთ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დაძაბულობის შესამცირებლად შესაბამისი მექანიზმები შეგვექმნა“, – განაცხადა მარკოსმა.
ცნობისთვის, ბოლო დროს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინურ და ფილიპინურ გემებს შორის რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ამასთან, ფილიპინელი მეთევზეები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჩინური სანაპირო დაცვა მათ თევზაობაში ხელს უშლის.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია