რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

პარლამენტის წევრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) რიგით 62-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 15-17 ნოემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სესიაზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა შავი ზღვის რეგიონში პარლამენტების როლის გაძლიერება უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
„ასამბლეამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც ეხება ში მიმდინარე მოვლენებს და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღსანიშნავია ისიც, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC) ოფიციალურად დატოვა ს დელეგაციამ.
გენერალურმა ასამბლეამ ასევე მიიღო რეკომენდაციები და მოხსენებები შემდეგ თემებზე: „პარლამენტების როლის გაძლიერება ბავშვთა დაცვის პოლიტიკის მიმართულებით”; „PABSEC -ის 30-წლიანი თანამშრომლობა, თანამშრომლობის ხელშეწყობა შავი ზღვის რეგიონში”, „ეროვნული სტრატეგიები ხელოვნური ინტელექტის სფეროში”.
პლენარულ სესიაზე 2 წლის ვადით, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე საქართველოს პარლამენტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი აირჩიეს.
პლენარულ სესიაზე ასევე გაიმართა ასამბლეის გენერალური მდივნის არჩევნები და კიდევ ერთი ვადით აღნიშნულ პოსტზე ასაფ ჰაჯიევი აირჩიეს, რომელიც ამჟამადაც იკავებს ასამბლეის გენერალური მდივნის თანამდებობას.
სესიის პარალელურად, რამაზ ნიკოლაიშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა უკრაინის რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკთან. გარდა ამისა, რამაზ ნიკოლაიშვილი ასამბლეის დელეგატებთან ერთად იმყოფებოდა ბუჩასა და ირპინში, სადაც ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ