მიხეილ სარჯველაძე – როდიდან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო? – მიუხედავად გაკეთებული განცხადებისა – „არა და არასდროს“, ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს

როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო ჩადენილი დანაშაულებისთვის?! – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ს გასათავისუფლებლად ხელმოწერების შეგროვების დაწყებას.
სარჯველაძის თქმით, დანაშაულის ჩამდენმა პირმა, ვინც არ უნდა იყოს ის, პასუხი უნდა აგოს.
„ყველა ხერხს ცდიან საიმისოდ, რომ იმ ამოცანას მიაღწიონ, რაც თავიდანვე დღის წესრიგში ჰქონდათ. მათი დამოკიდებულებაა, კი ჩაიდინა სააკაშვილმა მძიმე დანაშაულები, მაგრამ იმის გამო, რომ სააკაშვილია, მას უნდა ჰქონდეს პრივილეგია, რომ პასუხისმგებლობა აიცდინოს, თან ამას ღიად არ უნდა საუბრობდნენ, ეს არის მათი დამოკიდებულება. ამისთვის ხერხად მოსინჯეს მოწამვლის ამბავი, ხერხად მოსინჯეს ევროპარლამენტში საკუთარი მეგობრების ლობისტური აქტივობის შედეგად ის რეზოლუციები, რომელიც მიიღეს, მოსინჯეს ფოტოების ფრიალი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცუდად დადგმული სპექტაკლი იყო, მოსინჯეს ყველაფერი უკლებლივ, სხვათა შორის, სტრასბურგიც, რომელმაც სილა გააწნა იმ დიდი ხნის სიმულაციას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის მერე, ახლა დღის წესრიგში დგას ხელმოწერა. როდის აქედან გახდა ხელმოწერები გადამწყვეტი ფაქტორი, რომ ვინმეს პასუხისმგებლობა ააცდინო ჩადენილი დანაშაულებისთვის? ეს არამც და არამც, სწორი არ არის. ალბათ, საკუთარ მომხრეებში, რომელიც შეიძლება იყოს 100 000-200 000, შესაძლოა, ხელმოწერები შეკრიბონ, მაგრამ რიტორიკულად დავსვათ კითხვა – ის, რაც გირგვლიანს, რობაქიძეს, ვალერი გელაშვილს დაემართა, ამის საპირწონედ, ამაზე უკეთესი ღირებულება აქვს თუ არა, ამ ხელმოწერების ამსახველ დოკუმენტებს? მე არ მგონია ასე, დიახ, დანაშაულის ჩამდენმა პირმა პასუხი უნდა აგოს, ეს იქნება სააკაშვილი, თუ ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, თუ როგორ მოიქცევა პრეზიდენტი , სარჯველაძე პასუხობს, რომ „ცუდი მოლოდინები აქვს“.
„სამწუხაროდ, მე ცუდი მოლოდინები მაქვს ამასთან დაკავშირებით, რადგან როგორც ჩანს, მიუხედავად ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება – „არა და არასდროს“, მას სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება აქვს, რომ რაღაც ეტაპზე, მას ამ გადაწყვეტილების შეცვლა მოუწევს, როგორც ჩანს, ასეთია მისი მდგომარეობა. ახლა გამორიცხული არ არის, რომ ეს პროცესი იყოს, სახის შენარჩუნებისთვის ამ გადაწყვეტილების შესაცვლელად მიზეზებს ეძებდეს, ღმერთმა ქნას მეშლებოდეს, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მას შემდეგ რაც „არა და არასდროს“ თქვა, უცხოური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, ასეთი რამ არ მითქვამსო, თუმცა, საქართველოში გაუგეს, რომ უცხოეთში ასეთი რამ თქვა და რა საკვირველია, საზოგადოებას დიდი აღშფოთება ჰქონდა. აქ იმაზეც არ დგას საკითხი, მისი პოზიცია სწორია, თუ – არა, უბრალოდ დიდი ტყუილია, როცა ამბობ, ასეთი რამ არ მითქვამსო“, – განაცხადა სარჯველაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციაში არსებულ მოსაზრებას, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა ისაუბროს, სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ისაუბრებს იმაზე, რა „შეკვეთასაც ის მიიღებს“.
„ველოდები იმას, რა შეკვეთებს მიიღებს ვაშაძისგან, ხაბეიშვილისგან, მათი საერთო პარტნიორებისგან და პატრონებისგან. არ მგონია, შორს წავიდეს იმისგან, რაც ბოლო დროინდელი საპარლამენტო გამოსვლებში იყო, როცა პრეზიდენტის ფუნქციის შესრულების ნაცვლად, ზურაბიშვილი დადგა და ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის მსგავსად ხელისუფლების დამოძღვრა დაიწყო. ეს რა თქმა უნდა, არ ვარგა, მაგრამ როგორც ჩანს, ამ რიტორიკით აპირებს გაგრძელებას. პირველ ჯერზე, როცა კანდიდატის სტატუსის მიღებას ველოდებოდით, ქვეყნის დაზიანება ვერ შეძლო და ვერ შეძლო კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ხელის შეეშალა. როგორც ჩანს, იმედი აქვს, რომ ახლა მაინც გამოუვა მეორე შესაძლებლობისას. იმედი მაქვს, ვითარება ასე წავა, ეცდება ბევრი ხნის განმავლობაში დაზიანებას, რაღაც ეტაპზე, როცა ისევ გარდაუვალი გახდება მომდევნო ნაბიჯის გადადგმა, ისევ დაიწყებს ფირფიტის შეცვლას, როგორც ეს კანდიდატის სტატუსის მიღების წინა დღეებში გააკეთა“, – განაცხადა სარჯველაძემ.