ანტისემიტური პოსტების გამო X-ს ტოვებენ რეკლამის უმსხვილესი მიმწოდებლები

Disney და Apple – სოციალურ ქსელ X-ისთვის (ყოფილი Twitter) რეკლამის ყველაზე დიდი მიმწოდებლები და ასევე IBM, Warner Bros. Discovery, Paramount, Sony Pictures და Lionsgate, პლატფორმასთან თანამშრომლობას აჩერებენ ანტისემიტური პოსტების გამოქვეყნების გამო. ამის შესახებ იტყობინება The Hollywood Reporter.
17 ნოემბერს, თეთრმა სახლმა SpaceX-ის დამაარსებელი და სოციალური ქსელის X-ის მფლობელი, ილონ მასკი, მკაცრად გააკრიტიკა ანტისემიტური გამონათქვამების გამო.
16 ნოემბერს ილონ მასკი გამოეხმაურა X-ის ერთ-ერთი მომხმარებლის ანტისემიტური შინაარსის პოსტს და დაწერა: „თქვენ თქვით ნამდვილი სიმართლე“.
მასკის კომენტარი გააკრიტიკა თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ენდრიუ ბეიტსმა და მას „ანტისემიტური და რასისტული ზიზღის ამაზრზენი პროპაგანდა“ უწოდა.
პლატფორმა X-ის ადმინისტრაციამ მასკის პოსტის შესახებ პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. მოგვიანებით, X-ის გენერალურმა დირექტორმა ლინდა იაკარინომ დაწერა: „X ყოველთვის და მკაფიოდ იბრძვის ანტისემიტიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ამის ადგილი არსად არ არის – ეს ამაზრზენი და არასწორია. წერტილი“.
2022 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა Twitter შეიძინა, პლატფორმის დატოვება დაიწყეს რეკლამის მიმწოდებლებმა. სოციალური ქსელის ახალმა მფლობელმა შეამცირა პლატფორმაზე მოდერაციის შესაძლებლობა, რამაც უფლებადამცველების თქმით, გამოიწვია სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის პოსტების ზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას