გვანცა დარასელია ქალიშვილს და მეუღლეს დაბადებიდ დღეს ულოცავს – ტელეწამყვანის ოჯახური კადრები – Marao

ტელეწამყვანი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში ოჯახურ კადრებს აქვეყნებს და მეუღლესა და ქალიშვილს დაბადების დღეს ულოცავს. უსაყვარლეს ლილეს დაბადების დღე მამასთან ერტად აქვს და მან სადღესასწაულო სანთლებიც სწორედ მამასთან ერთად ჩააქრო. “ჩემი ორი იუბილარი” – წერს გვანცა დარასელია.
უკვე არაერთი წელია, გვანცა დარასელია ქართველი საზოგადოებისთვის ნაცნობი და საყვარელი ტელესახეა. მან საკუთარი ძალები ჟურნალისტიკაში, სამოდელო და სამსახიობო სფეროებში მოსინჯა და კარიერის მანძილზე არაერთი წარმატებაც ჰქონია.
· გვანცა დარასელია
გვანცა დარასელია 1989 წელს დაიბადა. 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყაროზე”. 2008 წლიდანვე მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ცოტა ხნის წინ კი, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს არხი დატოვა და განაცხადა, რომ დასვენება და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. ეკრანიდან გაუჩინარების ოთხთვიანი პაუზის შემდეგ გვანცა ,,პირველ არხზე” გამოჩნდა მუსიკალური შოუ “ვოისის” წამყვანად. ამ ნაბიჯებით წერტილი დაუსვა კარიერულ სტაბილურობას და პერიოდული ცვლილებების რეჟიმში გადავიდა. როგორც “სარკესთან” თავად ამბობს, მუდმივად სიახლეების მოლოდინში იქნება და ეს ძალიან მოსწონს.
“ბოლო წლების განმავლობაში რასაც ვაკეთებდი, უკვე ძალიან დამღლელი, რუტინული საქმე იყო, მაგრამ მე ნამდვილად არ მითქვამს უარი ჩემს პროფესიაზე. ეს არის ჩემი საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. უბრალოდ, მინდოდა, რომ გადახალისებულიყო. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. პროფესიიდან წასვლა ერთი წუთითაც არ მიფიქრია. მქონდა რამდენიმე შემოთავაზება სხვა სფეროდან, საკმაოდ სოლიდური იყო ყველანაირად, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მოითხოვდა ჩემი პროფესიიდან დისტანციას. ამ გადაწყვეტილების ცოტა შემეშინდა” – ამბობდა გვანცა.
· გვანცა დარასელიას ოჯახი
გვანცა დარასელიამ რჩეულზე, ვახო მჭედლიძეზე იქორწინა. მათ ორი შვილი, ერეკლე და ლილე ჰყავთ. გვანცა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების ყოვედღიურობას და, როგორც თავადაც განმარტავს, მათ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული:
· “მე ისედაც დიდი დოზით ვიყავი ჩართული შვილების ცხოვრებაში. არ მქონდა ისეთი სამუშაო გრაფიკი, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტს გამოიწვევდა. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო.
ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში დავინახე, ეს იყო ჩემი ოჯახიდან სრული მხარდაჭერა. როდესაც ადამიანის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპია, ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში ოჯახის დგომა. ჩემი მეუღლისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი.
ბავშვები რაც უფრო იზრდებიან, მეტი ყურადღება და მეგობრობა სჭირდებათ მშობლებისგან. არის რაღაცები, როცა უპირობოდ მათ გვერდით ვარ, ყველაფერს ვუსრულებ. უფროსი ბიჭი 11 წლის არის და განსაკუთრებით მას სჭირდება ჩემი და მამის თანადგომა. ძალიან დამოუკიდებლად ვზრდი, გარკვეულ თავისუფლებასაც ვაძლევ. ვცდილობ, ვიყო მისი კარგი მეგობარი, რომ ვიცოდე ყველა მისი ფიქრი და ემოცია. გოგონა 5 წლის არის. მას ჯერ კიდევ დიდი მიჯაჭვულობა აქვს ჩემზე.
– გარეგნულად ბიჭი უფრო მგავს, მაგრამ ამბობენ, რომ გოგო ძალიან მგავს მიზანდასახულობით, სპორტულობითა და ნიჭით. ორივე ძალიან გონიერია. კარგი ადამიანები არიან, რაც ძალიან მახარებს. ორივეს აქვს ზრუნვის საოცარი უნარი. როდესაც ემპათიური ხარ ბავშვობიდან, ესე იგი, კარგი ადამიანი ხარ. როგორც ამბობენ, მეც 4 წლის ასაკში ვისწავლე წერა-კითხვა, როგორც ლილემ. ერეკლეს მათემატიკური ტვინი აქვს. ჭადრაკს და ფეხბურთს თამაშობს. ყველანაირად ვცდილობ, ხელი შევუწყო საკუთარი ინტერესების გამოვლინებაში” – ამბობდა გვანცა დარასელია.
· „ეს სიყვარული, რასაც მე ვგრძნობ მეუღლის მიმართ, არის ყველაფერზე მაღლა მდგომი, რომელმაც ბევრი რამ გადაგვატანინა და ასე მოგვიყვანა აქამდე…
მე ცოტა უკარება ადამიანი ვიყავი, ახლაც დისტანციური ადამიანი ვარ, მიჭირს შევიდე ადამიანთან ნდობაში… მაქსიმალურად ვირიდებდი თავიდან, თუმცა თავბრუ დამახვია თავისი სიყვარულით… მაშინ 20 წლის ვიყავი
მე მაქვს ცოტა დამთმობი ხასიათი… მას კი ყველაფერი ჩვენთვის უნდა, ყველაფერი ჩვენთვის ხდება. ეს ძალიან გაძლიერებს ქალს… ზრუნვა და ჩემი პიროვნების აღიარება ხდება, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია”, – ამბობს გვანცა.
გვანცამ რადიკალური გადაწყვეტილებისა და მშობლიური არხის დატოვებაზეც ისაუბრა:
“პა­უ­ზა ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, ამ სივ­რცე­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად კარგ შანსს მინ­და და­ვე­ლო­დო. ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, ალ­ბათ ისე­თი, რო­გო­რი სტრე­სიც არის ოჯა­ხის დან­გრე­ვა, წლე­ბის შემ­დეგ გან­შო­რე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. 15 წელი ვი­მუ­შა­ვე “რუს­თა­ვი 2″-ზე, რო­მე­ლიც ჩემი სახ­ლი იყო და ის გა­რე­მო ჩემ­თვის შე­სის­ხლხორ­ცე­ბუ­ლი გახ­ლდათ. თუმ­ცა ის რა­ღა­ცე­ბიც რთუ­ლი იყო, რა­ტო­მაც მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.
სრუ­ლი­ად შეგ­ნე­ბუ­ლად მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. უკვე ერთ ად­გილ­ზე ვტრი­ა­ლებ­დი. ჩვენს სფე­რო­ში თუ ენ­თუ­ზი­აზ­მი და დიდი სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­მოძ­რა­ვებს იმ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მის, ძა­ლი­ან გე­ტყო­ბა. ეს ემო­ცია შენ­ში უნდა იყოს, რომ ძა­ლი­ან მოგ­წონს და გი­ხა­რია. რო­დე­საც ვიგ­რძე­ნი, რომ არ მინ­და ამ­ბი­ცი­უ­რად გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მი­ნი­მუმ­ზე ვი­დე­ქი და ამან დამ­თრგუ­ნა და ამი­ტომ მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.
ამ გა­რე­მო­დან წა­მოს­ვლა არ მი­ნა­ნია, მაგ­რამ და­ნაკ­ლი­სი ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მაქვს”, – თქვა მან.