მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს პროფესიული დღე მიულოცა

თქვენს საქმიანობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მადლობას მოგახსენებთ, რომ ქმნით ისეთ მაღალხარისხიან პროდუქციას, რომლითაც საქართველო თამამად პოზიციონირდება მსოფლიოს არაერთ, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყანაში, – ასე მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს, რომლებიც პროფესიული დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ეს დღე 2015 წლიდან იმართება.
„საქართველოს სახელმწიფოს აქვს არაერთი ინსტრუმენტი, რათა განაგრძოს თქვენი გვერდში დგომა – იქნება ეს ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, აგროპროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გზით. მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ბოლო წლებში სერიოზულ შედეგებს მივაღწიეთ და დღეს ქართულ პროდუქციას თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შესვლა მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე შეუძლია. მეტიც, ჩვენ ამ მიმართულებით კვლავაც ვაგრძელებთ წარმატებით მუშაობას”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციებში ცხრა წარმატებული ფერმერი დაჯილდოვდა.
„წელს არსებულ ნომინაციებს კიდევ ერთი – „წლის აგროტურისტული ობიექტი” შეემატა, რომლის გამარჯვებულიც მარიამ ქვრივიშვილმა გამოავლინა. ღონისძიებას საჯარო და კერძო სექტორის, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების, სექტორული ასოციაციების 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია