პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პასუხისმგებელი ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.
“პუტინი პასუხისმგებელია ნავალნის სიკვდილზე. პუტინის სამიზნე მხოლოდ სხვა ქვეყნების მოქალაქეები არ არიან, როგორც ეს ვიხილეთ უკრაინაში. ის ასევე საშინელ დანაშაულებს ახორციელებს საკუთარი ხალხის მიმართ”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
“ნავალნი გაბედულად დაუპირისპირდა კორუფციას, ძალადობას და ყველა იმ ცუდ საქმეს, რასაც პუტინის მთავრობა აკეთებდა. საპასუხოდ, პუტინმა ის მოწამლა, დააპატიმრა”, – განაცხადა ბაიდენმა.
რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”