ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები და ევრო 2024-ის საგზური კიდევ ორმა გუნდმა მოიპოვა – ალბანეთმა და დანიამ.
უკვე ცნობილია ევროპირველობის 13 მონაწილე: გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია, ავსტრია, ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი და სლოვაკეთი.
ტურნირზე გასვლის შანსი აქვს ყაზახეთს, რომელიც H ჯგუფში 18 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან სლოვენიას 1 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს 20 ნოემბერს ლიუბლიანაში შეხვდებიან და ყაზახებს მიზნის მისაღწევად სტუმრად გამარჯვება სჭირდებათ.