თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიან აჭარაში მეწყრის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა

ხულოში, შუახევსა და ქედაში დამეწყრილი ტერიტორიების გაწმენდა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს,-ამის შესახებ აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 400-მდე ოჯახი.
„დღეს აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე დამეწყრილი საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს რამდენიმე ლოკაციაზე გაეცნო, მათ შორის სხალთის ხეობაში და ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცივაძეებში.
მაღალმთიან აჭარაში დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა დასკვნით ეტაპზეა. გაიწმინდა ადგილობრივი მნიშვნელობის, შიდა სასოფლო საავტომობილო გზები და საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები. ასობით ლოკაციაზე განხორციელდა მეწყრული მასის და ზვავის გაწმენდა.
ამ ეტაპზე გაწმენდილია 137 მიმართულება და სამუშაოები უწყვეტად გრძელდება სამუშაოები დარჩენილ დამეწყრილ მონაკვეთებზე, გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა შეისწავლეს დამეწყრილი ტერიტორია ასეულობით ლოკაციაზე. გეოლოგიური დასკვნების შესაბამისად გატარდება შემდგომი ღონისძიებები.მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, მერიის სტიქიის კომისია სწავლობს და უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე შესაბამისი კომპენსაცია გაიცემა.
მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე სამუშაოებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, აჭარის მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს

არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე – ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია