სასტიკად ნაცემი მოსწავლე გორში – “ცემას და ბულინგს მასწავლებლები და მანდატური უყურებდნენ”

ტვ პირველის ინფორმაციით, გორის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელები და მანდატური ერთ-ერთი მოზარდის წინააღმდეგ ბულინგსა და ფიზიკურ ძალადობას უყურებდნენ, მაგრამ რეაგირება არ მოახდინეს.
ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად მძიმედ არის დაშავებული მერვე კლასელი ბიჭი, რომელსაც ექიმების დახმარება დასჭირდა. მოზარდს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. მედიის ცნობით, ამ სკოლაში მოსწავლეების ბულინგისა და ცემის ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა სკოლის ადმინისტრაციას არცერთ ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენია.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში