შალვა პაპუაშვილი – მნიშვნელოვანია ბესელიამ გააკეთოს განმარტება პოლიტიკოსია თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი

მნიშვნელოვანია ბესელიამ გააკეთოს განმარტება პოლიტიკოსია თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, – შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმად, პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების კომისიის ამოქმედებას და მის ხელმძღვანელად ს დანიშნავს გეგმავს.
პაპუაშვილის თქმით, ბესელიას ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება და თუკი უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანი, მით უმეტეს, შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი გახდება, ეს კიდე უფრო დიდი დარღვევა იქნება.
„არ ვიცი სწორი ინფორმაციაა თუ არა, რომ საბოლოო ჯამში ეკა ბესელია უხელმძღვანელებს თუ არა შეწყალების კომისიას. ზოგადად, ქალბატონი ბესელია, ხან პოლიტიკოსად პოზიციონირებს, ხან „ენჯეოს“ სექტორის წარმომადგენლად, რაც არის ინტერესების აღრევა, იმის გათვალისწინებით, რომ ბესელიას ორგანიზაცია უცხოეთიდან ფინანსდება. ეს გახლავთ კანონმდებლობის დარღვევა, თუ ბესელია უცხოეთიდან ფინანსდება და თუკი უცხოეთიდან დაფინანსებული ადამიანი, მითუმეტეს შეწყალების კომისიის ხელმძღვანელი გახდება, ეს კიდე უფრო დიდი დარღვევა იქნება.
მე პრობლემურად მიმაჩნია, როდესაც უცხოური ფულით ფინანსდებიან ქართველი პოლიტიკოსები, ეს გახლავთ პირდაპირი უცხოური ინტერესების გატარება პოლიტიკაში, ამიტომ მნიშვნელოვანია თავადაც გააკეთოს განმარტება პოლიტიკოსია თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი. თუ პოლიტიკოსია ის, რა თქმა უნდა, უნდა გაემიჯნოს უცხოურ დაფინანსებას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია, ამიტომაც ეკლესიასთან ერთად ხელისუფლების ვალია დაიცვას იგი, როგორც შემნახველი ქართული იდენტობის, სულიერი და მატერიალური კულტურის