პიტერ სიიარტო – ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უწყების ცნობით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვრცლად ისაუბრა უნგრეთის მიერ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდში, უნგრეთი მიმართავს ძალისხმევას საქართველოსთან წევრობის მოლაპარაკებების დაწყებისთვის.
„მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია მოვემზადოთ იმ 6 თვისთვის, როცა უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება. იმ დროს, როცა ევროკავშირი არ არის საუკეთესო მდგომარეობაში, ჩვენი ფუნქციაა, რომ ის გავაძლიეროთ და ამის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი ევროკავშირის გაფართოებაა”, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანება ორივე მხარისთვის დიდი სარგებლის მომტანი იქნება. პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთი იყო ერთ-ერთი მოწინავე მხარდამჭერი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ ეს სტატუსი საქართველომ დამსახურებულად მიიღო.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ენერგეტიკულ უსაფრთხოების შესახებ და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია ენიჭება.
„ცხადია, რომ ევროპის კონტინენტი მარტო ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ენერგეტიკულ მარაგს და მოითხოვს გარე რესურსებს. კავკასიის რეგიონი განახლებადი ენერგიის წყაროების სიუხვით ევროპას სთავაზობს ეკოლოგიურად სუფთა, განახლებად ენერგიას. ორშაბათს ამოქმედდება ოთხმხრივი შეთანხმება საქართველოს, აზერბაიჯანს, უნგრეთსა და რუმინეთს შორის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს განახლებადი ენერგიის, განსაკუთრებით ქარის ენერგიის იმპორტს საქართველოსა და აზერბაიჯანიდან, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით ევროპაში. ეს ისტორიული ერთობლივი ინვესტიციაა”, – აღნიშნა პიტერ სიიარტომ.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩილ გორდულაძე – ოპოზიციის პარტიული არხები ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს

არჩილ გორდულაძე ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშზე – ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია