ლიეტუვა ორმაგი დანიშნულების მქონე მრავალი საქონლის ტრანზიტს კრძალავს

ლიეტუვას მთავრობამ განაახლა კონტროლს დაქვემდებარებული იმ ორმაგი დანიშნულების მქონე საქონლის სია, რომელთა სახმელეთო ტრანსპორტით გადატანა (ქვეყნის გავლით) აკრძალულია.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია მიმდინარე და გასულ წელს ლიეტუვადან მესამე ქვეყნებში საქონლის ექსპორტის ზრდის და იმის გათვალისწინებით, რომ ამ საქონლის ნაწილი რუსეთსა და ბელარუსში შევიდა.
„ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შევამციროთ სა და ბელარუსის ტექნიკური შესაძლებლობები ში სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად“, – განაცხადა ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრმა, აუშრინე არმონაიტემ.
„ჩვენ ჯერ კიდევ ივნისში შევზღუდეთ ორმაგი დანიშნულების მქონე საქონლის ექსპორტი, რომელიც ლიეტუვას, ბელარუსისა და რუსეთის გავლით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში გადის და შეიძლება უკრაინაში სამხედრო ოპერაციებისთვის იქნას გამოყენებული. ახლა ჩვენ დამატებით შეზღუდვებს ვაწესებთ“, – დასძინა მან.
მთავრობის დადგენილებაში ნათქვამია, რომ აკრძალული პროდუქციის არსებულ ჩამონათვალს დაემატა ლითონის საჭრელი, სახარატო, საბურღი და ხრახნიანი მანქანები, აგრეთვე ოპტიკური და ნახევარგამტარული საშუალებები, მანგანუმის დიოქსიდი, ლითიუმ-იონური გალვანური ბატარეები, საქონლის ტრანსპორტირების მანქანები, ბარომეტრები.
სამინისტროს ცნობით, ეს საქონელი ხმარდება სატანკო ჭურვების წარმოებას, რომლებიც შემდეგ უკრაინის ომში გამოიყენება. იმავდროულად, გალვანური ბატარეები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაში.