ცნობილი გერმანელი სპეციალისტი იურგენ კლინსმანი სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.
59 წლის დამრიგებელს აზიის თასის ნახევარფინალში იორდანიასთან 0:2 მარცხი არ აპატიეს.
კლინსმანი ამ თანამდეობას თითქმის 1 წლის განმავლობაში იკავებდა. წარსულში მას აშშ-ის და გერმანიის ნაკრები, ასევე მიუნხენის “ბაიერნი” და “ტორონტო” გაუწვრთნია.