Economist Intelligence Unit-მა დემოკრატიის ინდექსის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც გლობალური დემოკრატიის ტენდენციებია განხილული.
2022 წელს ყოველწლიური ინდექსი, რომელიც გლობალური დემოკრატიის მიმოხილვას წარმოადგენს, 5.29 ქულით იყო შეფასებული. 2023 წლის გლობალურმა დემოკრატიამ ინდექსით 5.23 ქულა მოიპოვა. შეფასებაზე განსაკუთრებული გავლენა, გაზრდილმა საომარმა კონფლიქტებმა მოახდინეს.
EIU-ს გამოთვლებით, მსოფლიოს მოსახლეობის 45.4% გარკვეული ტიპის დემოკრატიაში ცხოვრობს, თუმცა მათი მხოლოდ 7.8% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც “სრულყოფილი დემოკრატიაა” და ინდექსით 8 ქულაზე მეტით არის შეფასებული. გარდა ამისა, დედამიწის მოსახლეობის მესამედზე მეტი ავტორიტარულ რეჟიმში ცხოვრობს.
ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში სულ 74 ქვეყანაშია დემოკრატია, საიდანაც 24-ში სრული, ხოლო 50-ში წუნდებული დემოკრატიებია. 34 ქვეყანაში ჰიბრიდული რეჟიმია დამყარებული, 59 ქვეყანა კი ავტორიტარული რეჟიმის ქვეშაა.
EIU ქვეყნების დემოკრატიებს 5 კრიტერიუმით აფასებს. ესენია: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, პოლიტიკური მონაწილეობა, ხელისუფლების ფუნქციონირება, პოლიტიკური კულტურა და სამოქალაქო თავისუფლება.
2023 წელს დემოკრატიის ინდექსში ყველაზე მაღალი ქულებით შეფასდნენ:
ნორვეგია – 9.81
ახალი ზელანდია – 9.61
ისლანდია – 9.45
შვედეთი – 9.39
ფინეთი – 9.30
დანია – 9.28
ირლანდია – 9.19
შვეიცარია – 9.14
ნიდერლანდები – 9.00
ტაივანი – 8.92