მიუნხენში მუშაობა დაიწყო უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციამ

16 თებერვლიდან მუშაობა დაიწყო მიუნხენის უსაფრთხოების მე-60 საერთაშორისო ყოველწლიურმა კონფერენციამ. სამდღიანი შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად 50-მდე ქვეყნის და მთავრობის მეთაური ჩავიდა ბავარიის დედაქალაქში.
კონფერენციის ხელმძღვანელი, ქრისტოფ ჰოისგენი დაწყებული შეხვედრისგან დადებით სიგნალებს მოელის, სხვათა შორის, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებაში წინსვლის თვალსაზრისით. მიუნხენში ჩასული არიან ს და პალესტინელთა წარმომადგენლებიც. ჰოისგენის თქმით, კონფერენციის ლოზუნგია „მშვიდობა დიალოგის გზით“. გერმანიის მედიას მან უთხრა, რომ ვცდილობთ, ის პირები, რომლებიც კონფლიქტებში როლს თამაშობენ, ერთმანეთს არა მხოლოდ საერთო ყურადღების ცენტრში ყოფნისას შევახვედროთ ერთმანეთთან სასაუბროდ. იქნებ ასეთ დროს იქნეს წინსვლა მიღწეული, მონაწილეებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ, თვლის ჰოისგენი, რომელიც მასპინძლობს ისრაელის პრეზიდენტს იცხაკ ჰერცოგს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელ კაცს. მათთან ერთად მიუნხენში ჩავიდნენ პალესტინელთა ავტონომიის, ს, კატარის, ეგვიპტის და იორდანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
სამდღიანი შეხვედრისას სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტურეში, რომელმაც არაერთხელ მოუწოდა ისრაელს რადიკალურ დაჯგუფება – -ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილ – ჰამასთან ბრძოლაში დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ღაზაში.
17 თებერვალს მიუნხენში ელიან ასევე უკრაინის პრეზიდენტს, ს, რომელიც მანამდე ბერლინს და პარიზს ესტუმრება და იქ უშიშროების სფეროში ხელშეკრულებებს გააფორმებს მასპინძელ ქვეყნებთან.
16 თებერვალს ასევე დღის წესრიგში იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ს გამოსვლა. მასთან ერთად კონფერენციის სტუმართა სიაშია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, . როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციიდან ოფიციალური მოწვევა მიიღო და აპირებს მონაწილეობის მიღებას. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველოდან ასევე მიიღებს მონაწილეობას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.