ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ – სოზარ სუბარი

ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ – სოზარ სუბარი
“ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ დანაშაულებს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“ – ამის შესახებ “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს ვითომდა “შუაშისტური” პოზიციის დაკავებას ცდილობს ნიკა გვარამიაც კი, ვინც ნაცმოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგი იყო, მაგრამ მას ეს არ გამოუვა, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს. “ნიკა გვარამია მთელი თავისი ცხოვრება „ნაციონალური მოძრაობის“ არა მხოლოდ სახე იყო, არამედ შემოქმედი იმ ბოროტებების, რასაც ჩადიოდა „ნაცმოძრაობა“.
დღეს, ისიც კი ცდილობს, რომ დაიკავოს ეს ფსევდო „შუაშისტური“ პოზიცია, თუმცა ხალხი ბრძენია, მისი მოტყუება ასე ადვილად ვერ მოხერხდება და ყველას თავის სახელს დაარქმევს. ეს რადიკალები ამ ნიშას ვერ დაიკავებენ. ჩვენ – „ხალხის ძალა“ ისევ და ისევ კატეგორიულად ვითხოვთ, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ უნდა დადგეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხი დღის წესრიგში და ეს აუცილებლად ასე მოხდება. აუცილებლად სისტემურად უნდა შეფასდეს ის დანაშაულები, რომლებიც მათ აქვთ ჩადენილი სამშობლოს წინაშე, სამშობლოს ღალატიდან დაწყებული (რისი შედეგიც იყო 2008 წლის ომი, მშვიდობიანი მოსახლეობის დატოვება და მსხვერპლი), ასევე, ის სისტემური დანაშაული, რომელიც გასულ წელს საქმეში – „აკაკი ოჩიგავას საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ აღიარა. ამ ყველაფერს სჭირდება სისტემური შეფასება, როგორც პოლიტიკური ისე სამართლებრივი და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მიმართულებით