გიორგი არაბიძე ახალ სეზონს, დიდი ალბათობით, ქუთაისის “ტორპედოში” დაიწყებს. აღნიშნული ინფორმაცია Sportall.ge-ს სანდო წყარომ დაუდასტურა.
ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურდა და არაერთი შემოთავაზება ჰქონდა, თუმცა კლუბის პრეზიდენტ დავით კერესელიძის პირადი სურვილი და ინიციატივა იყო, რომ 25 წლის შემტევი შეენარჩუნებინათ, რადგან ის კონფერენს ლიგაზე დასახული მიზნების მისაღწევად სჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ არაბიძის სახელს საუდის არაბეთის გუნდებს უკავშირებდნენ. ასევე იყო რამდენიმე წინადადება ევროპული ჩემპიონატებიდანაც.