ძაღლი, რომელმაც პატრონის ცხედართან, 72 დღე უდაბნოში გაატარა, ოჯახს დაუბრუნეს

ძაღლი, რომელმაც 72 დღეს გაატარა კოლორადოს უდაბნოში, დაუბრუნდა ოჯახს. ძაღლი გარდაცვლილ პატრონს არ სცილდებოდა.
რიჩ მური მის ძაღლთან ერთად კოლორადოს მთებში ლაშქრობდა. ისინი 19 აგვისტოს შემდეგ დაკარგულები იყვნენ.
71 წლის მამაკაცი მთებში ჰიპოთერმიით გარდაიცვალა. მამაკაცის ცხედარი მონადირემ 30 ოქტომბერს იპოვა. იქვე იპოვეს ძაღლი, პატრონის ცხედრის გვერდით. ფინის სხეულის წონის ნახევარი დაკარგული ჰქონდა და ძვლებიც უჩანდა.
როგორც უცხოური მედია წერს, ძაღლი, სავარაუდოდ, გადარჩა პატარა ცხოველებზე ნადირობით და მტაცებლებისგან თავის დაცვით.
„ძალიან მოხარული ვართ, რომ ფინი ოჯახს დაუბრუნდა. მათ დაკარგეს საყვარელი ადამიანი, მაგრამ მაინც ჰყავთ ეს მშვენიერი, ერთგული ძაღლი“, – თქვა პოლიციის ოფიცერმა.
ფინი მთიდან გადარჩენის შემდეგ ვეტერინარმა შეამოწმა და ოჯახს დაუბრუნა.
„შენი ტელეფონიდან გქონდა ნალაპარაკევი ფრანგ ქალთან, კარგი ბოტასები მაქვსო…“ – კაბუ საფრანგეთში დაკავების ისტორიას იხსენებს
„რომანტიკული, სიყვარულით სავსე კავშირია…“ – ს რომელი ნიშნები შეეფერებიან ერთმანეთს