„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ მძიმე დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ექსპლუატაციის სამმართველოს თანამშრომელი – მალხაზ მაჭავარიანი.
ბატონმა მალხაზმა 1978 წლიდან დაიწყო შრომითი საქმიანობა. მუშაობდა „სოიუზორგენერგოგაზში“, უხტის უბანზე, ჩრდილოეთის მიმართულების გაზსადენების მშენებლობაზე. საქმიანობის პარალელურად დაამთავრა ვოლოგდის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. უმაღლესი ცოდნითა და მდიდარი სამუშაო გამოცდილებით დაბრუნდა მშობლიურ საქართველოში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა სს „საქტრანსგაზმრეწვში“, შემდეგკი შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ სახვადასხვა მაღალ პოზიციებზე.
ბოლო წლებში საგრძნობლად შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, სამუშაო პროცესში ძველებური ხალისით იყო ჩართული, მაქსიმალურად ცდილობდა თავისი ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდა კოლეგებისათვის გაეზიარებინა.
მთელი თავისი შრომითი მოღვაწეობის 45 წელი გაზიფიცირების, კერძოდ კი, მაგისტრალური გაზსადენების მომსახურების სფეროში გაატარა. 2023 წლის 10 სექტემბერს, ენერგეტიკოსის დღესთან დაკავშირებით, ბატონ მალხაზს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგულებით, საქართველოს გაზმომარაგების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გადაეცა საპატიო სიგელი და ჯილდო.
ბატონი მალხაზის ხსოვნა და სიყვარული სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრებისა და კოლეგების გულებში. მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური საქართველოს მიწა”, – ნათქვამია ფეისბუქ პოსტში.
გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალა – გაფრთხილება მძღოლებს
პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს