ბადრი ჯაფარიძე უმრავლესობის განცხადებებზე – ეს არის ივანიშვილის პანიკური რეაქცია, რომლის საქციელდაკარგული მოლაპარაკე თავები ყველაფერს კადრულობენ, უზრდელობენ, მაგრამ ჩვენ ეს კურსს ვერ შეგვაცვლევინებს

ეს არის პანიკური რეაქცია ივანიშვილის, რომლის საქციელდაკარგული მოლაპარაკე თავები ყველაფერს კადრულობენ, უზრდელობენ, მაგრამ ჩვენ ეს ჩვენ კურსს ვერ შეგვაცვლევინებს, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პარტია „ლელოს“ შესახებ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები შეაფასა.
მისივე თქმით, პარტია „ლელოს” კურსი მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები დადგეს.
„ეს არის პანიკური რეაქცია ივანიშვილის, რომლის საქციელდაკარგული მოლაპარაკე თავები ყველაფერს კადრულობენ, უზრდელობენ, მაგრამ ჩვენ ეს ჩვენ კურსს ვერ შეგვაცვლევინებს. ჩვენი კურსი მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებები დადგეს. ასევე, ჩვენი საზოგადოებისთვის და თანამოქალაქეებისთვის სასიკეთო ცვლილებები დადგეს და ქვეყანამ, როგორც ევროპული ოჯახის განუყოფელმა ნაწილმა დაიწყოს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა და ჩვენი საზოგადოება კრიზისიდან გამოვიდეს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ