areanapoli-ს ცნობით, “ნაპოლის” თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი რეისის შეფერხების გამო ლაგოსიდან სტამბოლში დაგვიანებით ჩავიდა, ნეაპოლში ვერ გაფრინდა და შეიძლება ჯერ რომში მოუწიოს ჩასვლა, საიდანაც დანიშნულების ადგილზე გაემგზავრება.
ოსიმენი კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე დღეს გვიან მივა, ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით, “ჯენოასთან” ვერ ითამაშებს – საუკეთესო შემთხვევაში სათადარიგო იქნება.
“ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში კი ვიქტორს აუცილებლად სასტარტოში ვიხილავთ.