გრიზმანი: “ბარსელონაში” გადასვლით დიდი შეცდომა დავუშვი

“ატლეტიკოს” შემტევმა ანტუან გრიზმანმა “ბარსელონაში” გატარებული პერიოდი გაიხსენა. მოგეხსენებათ, ფრანგი 2019 წელს “როხიბლანკოდან” “ბლაუგრანაში” 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა წარუმატებელი სეზონების შემდეგ კვლავ მადრიდულ კლუბში დაბრუნდა.
ანტუანის თქმით, “ატლეტიკოს” დატოვება და “ბარსელონაში” გადასვლა შეცდომა იყო.
“ატლეტიკოდან” წასვლით შეცდომა დავუშვი. ჩემს წარუმატებელ თამაშში სხვებს ვადანაშაულებდი. სწორედ ამან გადამაწყვეტინა, რომ “ბარსელონაში” გადავსულიყავი. რამდენიმე თვის შემდეგ მივხვდი, რომ უკან დაბრუნება მინდოდა. ჩემს დას ვთხოვე, რომ ამისთვის ყველაფერი გაეკეთებინა და დანარჩენზე არ ენერვიულა.
რა თქმა უნდა, რთული იყო. ბევრჯერ ჩუმად ყოფნაც მომიწია. საკუთარ
თავზე გაბრაზებული ვიყავი, გულშემატკივრები თბილად არ შემხვდნენ, თუმცა თავი დავხარე და მუშაობა გავაგრძელე, ნელ-ნელა კი ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა”, – განაცხადა გრიზმანმა.
შეგახსენებთ, გრიზმანმა კატალონიურ კლუბში ჯამში 74 მატჩი გამართა, თავი კი 22 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში