საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველს, მხოლოდ ტესტირების და ერთი გასაუბრების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ – მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირები კი პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ჩაერთვებიან

საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველს, კონკურსის ახალი პირობების მიხედვით, მხოლოდ ტესტირების და ერთი გასაუბრების გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
ამასთან, როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დირექტორობის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა უფასო ხდება.
უწყების ინფორმაციითვე, ახალი მიდგომით მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე.
„დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მასშტაბების გაზრდის, პროცესის ინკლუზიურობის და მოქნილობის ხელშეწყობის მიზნით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები: გაუქმდეს სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.
ამასთან, ახალი მიდგომით მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა ხდება უფასო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ოფისი – გასულ წელს, ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად, საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა – 50 პროექტით მხარდაჭერა მიიღო 39 000-ზე მეტმა ბიზნესმა