ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარი“ „მარსელს“ ჰამბურგში უმასპინძლებს. დონეცკური გუნდის ძირითად შემადგენლობაშია ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოა, ხოლო ლუკა ლაცაბიძე ტურნირის განაცხადში არაა შეყვანილი. ის მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა მაინც წაიყვანა გერმანიაში.
შეხვედრა „ფოლკსპარკშტადიონზე“ თბილისის დროით 21:45 სათზე დაიწყება.