ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე პარი სენ-ჟერმენს [PSG] 2024 წლის ზაფხულში დატოვებს – ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო და გამოცემა The Athletic ავრცელებენ.
The Atheltic-ის ცნობით, მბაპემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ პარიზულ გუნდს უკვე შეატყობინა, თუმცა PSG-ს დატოვების საბოლოო პირობები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. მათივე ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება შემდეგი თვეების განმავლობაში არის მოსალოდნელი.
საფრანგეთის ნაკრების კაპიტანს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი სწორედ 2024 წლის ზაფხულში ეწურება. იგი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.