BOGG PLC სომხეთის ნომერ პირველ ბანკთან შესაძლო ტრანზაქციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

BOGG PLC „ამერიაბანკის“ პოტენციურ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ადასტურებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, „ამერიაბანკი“ წამყვანი უნივერსალური ბანკია, რომელიც მრავალფეროვანი არხებისა და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში.
„BOGG PLC მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, სომხეთს პოტენციური გაფართოებისთვის საინტერესო ბაზრად მიიჩნევს.
მოლაპარაკების წარმატების დასრულების შემთხვევაში, BOGG PLC ტრანზაქციის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და ამ გარიგების შესაძლო სინერგიაზე კიდევ უფრო დეტალურად ისაუბრებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეგზიტპოლებს ჩამოჩოთქამენ” მდინარაძე დათვლის, წილოსანი გააპრავებს სანამ მისი გონება გაწვდება. ლაშხი მასონებს და ილუმინატებს მოიგერიებს, შათირიშვილი დიფსთეითს დაცხებს…” – გიორგი ფოფხაძე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – აშშ-ის მხრიდან ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევა ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის რადიკალურად დესტაბილიზაციას გამოიწვევს