პაველ ჰერჩინსკი – ევროკავშირი არ იჭერს მხარეს, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

ევროკავშირი არ იჭერს რომელიმე მხარეს, მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისევე როგორც თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია.
„ეს არის საქართველოსთვის გასული წლის დეკემბერში განსაზღვრული 9 ნაბიჯიდან ნომერი მეორე ნაბიჯი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საარჩევნო კამპანია ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, მოხარული ვარ, რომ საქართველოს მთავრობამ გუშინ მიმართა ეუთო/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის თხოვნით. ყველა ჩვენი წევრი სახელმწიფო, რომლებიც ეუთო-ს წევრები არიან, მხარს დაუჭერენ ამას. დავიწყე ევროკავშირის ელჩების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან. განზრახული გვაქვს, რომ ყველა მათგანს შევხვდეთ მომავალი თვეების განმავლობაში, რათა ინფორმირებული ვიყოთ სხვადასხვა იდეის, სხვადასხვა საარჩევნო პროგრამის შესახებ“, – აღნიშნა ელჩმა.
მისი თქმით, რაც შეეხება ელექტრონულ კენჭისყრას, ოქროს სტანდარტი არ არსებობს, „ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ეს აქვს, ზოგს – არა“.
„რეალურად, უმეტესობას არ აქვს. ასე რომ, ვერ გამოვხატავ აზრს ამასთან დაკავშირებით. რაც შემიძლია ვთქვა და მსურს, ეს ვთქვა ხმამაღლა, არის ის, რომ გულწრფელად ვიმედოვნებთ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და გვექნება არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას, წარმოადგინოს თავისი პროგრამა და შეძლოს კონკურენციის გაწევა“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა – აბრამიძე ჯაიანს შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დასთანხმდა